მე ალბათ ისევ დაგიხატავ ცაზე ყვავილებს, შენ კი დაკრეფ მათ და თმაში ჩაიბნევ, შენს ოქროს სიმებს, თეთრ გულმკერდზე რომ დაგყრია, ქარი ცელქი ბავშვებივით აათამაშებს. მერე უეცრად მოწყდები ჰაერში, თითქოს საყრდენი გამოაგაცალეს და მწვანე ბალახს აჩუქებ შენს სხეულს, მეც მოგიჯდები თავთან და თითებით ამოგწოვ სახიდან სითბოს. შენი ღიმილი, გამუდმებით რომ ავსებს შენს სახეს, თითქოს ტუჩების კიდეები ყურებისკენ გაგიწევია უხილავი ძაფებით, თავისთავად იღიმიან ტუჩები. შენი თვალები! თითქოს სარკეა და ცა იხედება ნარცისივით განუწყვეტლივ. ისინი ისეთი ფართოა და მუდამ კრიალა წყალივით ლივ-ლივა, აი ისეთი შორსაც რომ შეტოპავ და მაინც ხედავ ფსკერს.
მე ისევ მოგეფერები როგორც პატარას, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი იყო. შენ, ჩემი გონების დიასახლისი. ყოველდღე მაცლი სულის ნაწილს და შენი დანახვა მმატებს ენერგიას, სულის გამოსაკვებს.
რომ იცოდე, ხანდახან, როგორი დაუოკებელი სურვილი მიპყრობს გულში ჩაგიკრა და სხეულის ყველა ნაწილით მიგიკრა ტანზე, როგორ მინდა , რომ თვალები დაგიკოცნო და შენით ვისუნთქო. ზოგჯერ ისე ახლოს ხარ ჩემთან და ისე შორს ჩემგან.
თავი ხომ არ მოგაბეზრე? მე ხომ შენზე ოცნებით ვუყურებ ყოველ დღეს, ნუ დამიკარგავ ამ ერთადერთს
